წესები და პირობები

უნიფეის მომსახურების  წესები და პირობები

 

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს უნიფეის ბიზნეს ანგარიშით (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ბიზნეს ანგარიში“) მომსახურებით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები.

აღნიშნული გამოყენების პირობები არეგულირებს თქვენი  ბიზნეს ანგარიშის გახსნას, სარგებლობასა და დახურვას. 

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად წინამდებარე პირობები წარმოადგენს თქვენსა და უნიფეის შორის სამართლებრივ ურთიერთობას. 

თქვენ ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა გადახედოთ გამოყენების განახლებულ წესებსა და პირობებს ჩვენს ვებ გვერდზე: www.unipay.com

იმისათვის რომ გახდეთ უნიფეის ბიზნეს ანგარიშის მფლობელი, თქვენ  უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს. 

უნიფეის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით უნიფეის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

 

1.             ზოგადი პირობები

1.1.              უნიფეის ბიზნეს ანგარიშის წესებსა და პირობებში ცვლილება შეიძლება  შევიდეს ნებისმიერ დროს. განხორციელებული ცვლილებები განთავსდება უნიფეის ვებ გვერდზე, ასევე ცვლილებების განხორციელების შესახებ შეტყობინება მოგივათ ბიზნეს ანგარიშის მეშვეობით. ცვლილებები ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან. შეცვლილი მომსახურების პირობების ვებ გვერდზე გამოქვეყნება გულისხმობს თქვენს თანხმობას განახლებულ წესებსა და პირბებზე. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით მომსახურების პირობებში რაიმე სახის ცვლილებას,თქვენ არ უნდა გააგრძელოთ მომსახურების მიღება.

1.2.               უნიფეის წესებსა და პირბებზე თანხმობით თქვენ ასევე ეთანხმებით, უნიფეის მიერ თქვენი პირადი მონაცემების გადაცემას ან თქვენს შესახებ პირადი მონაცემების გამოთხოვა/მიღებას, (რაც ასევე მოიცავს განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას) იმ ფიზიკური/იურიდიული პირებისგან, რომელთან ინფორმაციის მიმოცვლაც საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია.

1.3.              უნიფეი თქვენთან ურთიერთობისას სრულად ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის, სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ დებულებებისა და უნიფეის შიდა პოლიტიკა-პროცედურების შესაბამისად.

1.4.              თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ბიზნეს ანგარიში უკანონო მიზნებისთვის და მომსახურების მიღების პროცესში არ უნდა მოქმედებდეთ საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ.

 

2.                    თქვენი უნიფეის ანგარიში 

2.2.              უნიფეის ბიზნეს ანგარიში წარმოადგენს ელექტრონული ფულის ანგარიშს, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თანხები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

2.3.              სერვისის მიღების მიზნით თქვენ უნდა გახსნათ უნიფეის ბიზნეს ანგარიში, და მიუთითოთ ყველა ის ინფორმაცია რაც მოთხოვნილი იქნება სისტემის მიერ.

2.4.              უნიფეი უფლებას იტოვებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი გითხრათ ბიზნეს ანგარიშის შექმნაზე.

2.5.              თანხის გატანის მინიმალური ოდენობა განსაზღვული არის  1 ერთეული ვალუტაში, თუმცა, თქვენს ანგარიშზე არსებული თანხა საკმარისი უნდა იყოს სისტემაში მოქმედი თანხის გატანის საკომისიო ან სხვა ვალდებულებების, თუ ასეთი გაგაჩნიათ უნიფეის მიმართ, გადასახადის დასაფარად.

2.6.              უნიფეის ბიზნეს ანგარიშზე ელექტრონული ფული ეკუთვნის იმ იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია ანგარიშის მფლობელად. 

2.7.              გახსოვდეთ, რომ: ელექტრონული ფულის ანგარიშები არ არის საბანკო ანგარიშები. 

2.8.              ანგარიშის მფლობელის გარდა, სხვა არცერთ პირს არ გააჩნია რაიმე სახის უფლება უნიფეის ანგარიშზე არსებული თანხების გამოყენებისა, უფლებამონაცვლის შემთხვევის გარდა.

2.9.              თქვენ არ გაქვთ უფლება გადასცეთან გაასხვისოთ უნიფეის ანგარიში ან ანგარიშზე კანონიერი ან სამართლიანი ინტერესისხვა პირზე.

2.10.           უნიფეი კომუნიკაციისთვის გამოიყენებს თქვენი ბიზნეს ანგარიშის პლატფორმას ან/და თქვენს მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტას.

2.11.           ბიზნეს ანგარიშის წესებისა და პირობების ნებისმიერი სახით დარღვევა გამოიწვევს თქვენსა და უნიფეის შორის ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

2.12.           თქვენი ბიზნეს ანგარიში შესაძლოა დაექვემდებაროს თანხის გატანის სისტემაში არსებულ დამატებით ლიმიტებს, ასევე დამატებითი ვერიფიკაციის პროცესების გავლას, რაც დამოკიდებულია თქვენს ანგარიშზეფინანსურ მოქმედებებზეან/და კონკრეტულ ტრანზაქციაზე.

3.             ანგარიშის გახსნა

3.2.              იმისათვის რომ შექმნათ ბიზნეს ანგარიში აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე www.unipay.com და როგორც სარეგისტრაციო პროცესის ნაწილი, უნდა დაეთანხმოთ უნიფეის გამოყენების წესებსა და პირობებს.

3.3.              უნიფეის ბიზნეს ანგარიშის შექმნა არ ნიშნავს უნიფეისთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას.

3.4.              ბიზნეს ანგარიშის შექმნის პროცესში თქვენ უნდა დააფიქსიროთ უნიფეის მიერ მოთხოვნილი ყველა ინფორმაცია, რათა წარმატებით დასრულდეს რეგისტრაციის პროცესი.

3.5.              იმისათვის, რომ ბიზნეს ანგარიშის შექმნის შემდეგ უნიფეისთან დაამყაროთ საქმიანი ურთიერთობა ბიზნეს ანგარიშში მოცემული მითითებისა და პროცედურების შესაბამისად უნიფეის უნდა მიაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

3.5.1.         კლიენტის შესახებინფორმაცია;

3.5.2.         ბიზნეს ანგარიშის მფლობელი მეწარმე სუბიექტის სტრუქტურისა და მმართველი/პარტნიორი პირებიშესახებ დეტალური ინფორმაცია, პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის მითითებით;

3.5.3.         სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილი იქნება უნიფეის მიერ;

3.5.4.         ხელშეკრულების პირობებზე თანხმობა;

3.6.              ნებისმიერი პირი რომელიც მონაწილეობს ბიზნეს ანგარიშის მართვაში, წარმოადგენს ბიზნეს ანგარიშის მფლობელი სუბიექტის მმართველობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, პარტნიორს ან მონაწილეობს ნებისმიერ სხვა ბიზნეს ანგარიშის მართვასთან დაკავშრებულ პროცესში, უნდა იყოს სრულწლოვანი.

3.7.              უნიფეის თანხმობის შემთხვევაშითქვენ გაქვთ უფლება ერთი ბიზნეს ანგარიშით, მიიღოთ უნიფეის მომსახურება თქვენს საკუთრებაში არსებულ პროექტებზე.

3.8.              რეგისტრაციისას ან შემდგომში ნებისმიერ დროს თქვენს მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, სწორი და მოქმედი. 

3.9.              ბიზნეს ანგარიშზე რიცხული თანხების მიღება შეგიძლიათ მხოლოდ ბიზნეს ანგარიშის მფლობელი მეწარმე სუბიექტის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, ხელშეკრულებით და წინამდებარე წესების და პირობების შესაბამისად.

3.10.           ჩვენ უფლება გვაქვს მოგთხოვოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს სუბექტის დაარსებასთან, მართვა/წარმომადგენლობასთან, ბენიფიციარ მესაკუთრეებთან, პარტნიორებთან ან ნებისმიერ იმ საკითხთან/ინფორმაციასთან, რომელსაც საჭიროდ ჩავთვლითსაქმიანი ურთიერთობის გასაგრძელებლად.

3.11.           ნებისმიერი ინფორმაცია რომელსაც ჩვენ ვფლობთ და რომელიც შეიძლება იყოს თქვენს მიერ მოწოდებული, ჩვენს მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული მესამე პირებისგან ან საჯარო ინფორმაცია,  ზეგავლენას მოახდენს ჩვენს შორის ურთიერთობის დამყარებაზე ან შემდგომში გაგრძელებაზე.

 

4.             ანგარიშის შენახვა

4.1.              თქვენ ვალდებული ხართ დარწმუნდეთ, რომ თქვენს ბიზნესანგარიშზე განთავსებული ინფორმაცია ყოველთვის ზუსტი და განახლებულია. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენს მიერ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე.

4.1.              უნიფეი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოგთხოვოთთქვენი ინფორმაციის სიზუსტის დადასტურება ან რაიმე დოკუმენტის ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის დამატებით წარმოდგენა.

4.2.              ჩვენ შესაძლოა დაგიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით, ბიზნეს ანგარიშის მეშვეობითან ნებისმიერი სხვა შეთანხმებული გზით და მოგაწოდოთ ინფორმაცია ან გამოგიგზავნოთ შეტყობინებები თქვენი უნიფეის ანგარიშის შესახებ.

4.3.              თქვენ ვალდებულიხართ რეგულარულად შეამოწმოთ ელექტრონული ფოსტის ანგარიშის ან სხვა იმ საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციონირება, რომელიც მიუთითეთ უნიფეის სისტემაში რეგისტრაციის დროს.

4.4.              თქვენ ასევე ვალდებული ხართ დაუყოვნელივ გაეცნოთთქვენსბიზნესანგარიშთან დაკავშირებულ შეტყობინებებს.

4.5.              ჩვენ პასუხს არ ვაგებთ თქვენს მიერ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე.

4.6.              თქვენი ბიზნეს ანგარიშზე განხორციელებული თანხების ჩარიცხვისა და შემდგომ გატანის ტრანზაქციები აისახება ბიზნეს ანგარიშში არსებულ ტრანზაქციების ელექტრონულ ისტორიაში.

4.7.              თითოეულ ტრანზაქციას ენიჭება ტრანზაქციის უნიკალური კოდი და აისახება ტრანზაქციების ისტორიაში.

4.8.              თქვენ რეგულარულად უნდა შეამოწმოთ ანგარიშის ნაშთი და ტრანზაქციების ისტორია. ნებისმიერი დარღვევის შესახებ ან რომელიმე საკითხის გარკვევის მიზნით შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა დაუკავშირდეთ უნიფეის ადმინისტრაციას.

 

5.             უნიფეის ანგარიშის უსაფრთხოების დაცვა

5.1.              თქვენი უნიფეის ანგარიშის პაროლი ნებისმიერ დროს შეინახეთ უსაფრთხოდ და არავის გაუმჟღავნოთ.

5.2.              უნიფეი არასოდეს მოგთხოვთ პაროლის ჩვენთვის ან რომელიმე მესამე პირისთვის გამჟღავნებას. არასდროს მოგთხოვთ თანხის გადმორიცხვას რომელიმე უნიფეის ან სხვა საგადამხდელო ინსტრუმენტების ანგარიშზე, არ მოგთხოვთ რაიმე მოსაკრებლის გადახდას, რაც არ არის გათვალისწინებული სისტემაში და არ რეგულირდება ამ წესებისა და პირობების მიხედვით.

5.3.              თუ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ან აღმოაჩნეთ ვებ გვერდს, რომლის აუთენტურობაში ეჭვი გეპარებათ, უნდა დაუკავშირდეთ უნიფეის ადმინისტრაციას. არ სცადოთ საეჭვო ვებ გვერდების გამოყენება ან შეტყობინებებზე გამოხმაურება. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენს მიერ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე.

5.4.              ჩვენი რეკომენდაციით პაროლი უნდა შეცვალოთ სამ თვეში ერთხელ. არასოდეს დაწეროთ ან სხვაგვარად შეინახოთ პაროლი ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელიც იოლად ხელმისაწვდომია.

5.5.              არ მისცეთ რომელიმე სხვა პირს თქვენს ანგარიშზე შესვლის საშუალება, ასევე არ დაუშვათ რომ მესამე პირითვალს გადევნებდეთ ანგარიშზე შესვლის დროს. არ შეარჩიოთ ისეთი პაროლი, რომლის მიხვედრა ადვილი იქნება იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაძლოა რომელიმე სხვა პირისთვის ხელმისაწვდომი იყოს ან სხვა პირმა მოიპოვოს თქვენს შესახებ; ან შეარჩიოთ ისეთი პაროლი, რომელიც ატარებს კონკრეტულ მნიშვნელობას.

5.6.              თუ გაქვთ რაიმე მინიშნება ან ეჭვი, რომ თქვენს უნიფეის სისტემაში შესასვლელი მონაცემები; პაროლი ან უსაფრთხოების სხვა ნიშნები დაიკარგა, მოიპარეს, მიითვისეს, არასანქცირებულად გამოიყენეს ან სხვაგვარი საფრთხე ემუქრება, დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოთ პაროლი და დაუკავშირდეთ უნიფეის ადმინისტრაციას.

5.7.              ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეაჩეროთ ან სხვაგვარად შეზღუდოთ თქვენი უნიფეის ანგარიში იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ანგარიშზე ხელი მიუწვდება რომელიმე სხვა პირს თქვენი თანხმობის გარეშე ან ჩვენი მხრიდან წარმოიქმნა ეჭვი, რომ ანგარიშს სხვაგვარად ექმნება საფრთხე.

5.8.              თქვენ ასევე უნდა მიიღოთ ყველა კეთილგონივრული ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი ელ. ფოსტის ანგარიში იყოს დაცული და მხოლოდ თქვენთვის ხელმისაწვდომი, რადგან შესაძლოა თქვენი ელ. ფოსტის მისამართი გამოიყენონ პაროლის შეცლის ან თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების დარღვევის მიზნით.

5.9.              თუ თქვენ იყენებთ საჯარო ან საერთო მოხმარების კომპიუტერს, უნიფეის ანგარიშზე შესასვლელად, უნდა დარწმუნდეთ, რომ შესვლისთვის გამოყენებულ მონაცემებს არ შეინახავს ბრაუზერი ან არ მოხდება მათი ქეშირება ან სხვაგვარად დაფიქსირება.

5.10.           თუ თქვენ იყენებთ საკუთარ კომპიუტერს, უნდა დარწმუნდეთ რომ მხოლოდ თქვენთვისაა ხელმისაწვდომი ანგარიშზე დაშვება.

 

6.             უსაფრთხოების გასაღები

6.1.              ეს გახლავთ დამატებითი დაცვის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენს ანგარიშზე დამატებულ ვერიფიცირებულ ტელეფონის ნომერზე გეგზავნებათ შეტყობინება, სადაც მითითებულია კოდი, რომელიც განკუთვნილია ისეთი ტიპის ოპერაციებისთვის, როგორიცაა სისტემაში შესვლა და  გადახდების განხორციელება.

6.2.              უსაფრთხოების კოდი აქტიურდება თქვენ ელექტრონულ საფულეში დამატებულ  ვერიფიცირებულ ტელეფონის ნომერზე. თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ დაცვის დამატებითი მექანიზმი თქვენ უნიფეის ანგარიშის პარამეტრებიდან. დამატებითი უსაფრთხოების კოდის გამოყენებასთან  არსებულ პრობლემებთან  საკითხის გასარკვევად დაუკავშირდით უნიფეისადმინისტრაციას.

6.3.              ანგარიშის იდენტიფიკაციისკოდი - ელექტრონულ საფულეში თქვენ მიერ შესვლის დროს სისტემაში გენერირდება, რომელიც აუცილებელია თქვენი ბიზნეს ანგარიშზეინფორმაციის მიღებისათვის.პასუხებისმისაღებად ოპერატორს უნდა უკარნახოთ ერთჯერადად გენერირებული იდენტიფიკაციისკოდი.იდენტიფიკაციის კოდის გამოთხოვა შესაძლებელია მოხდეს როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოგზავნის გზით ასევე google 2fa აპლიკაციის გამოყენებით.

6.4.              როდესაც სისტემის ოპერატორს უკავშირდება არა უნიფეის მომხმარებელი არამედ მისი წარმომადგენელი, ოპერატორი მოითხვს ანგარიშის რეალურ მფლობლის თანხმობას ინფომაციის გაცემაზე ან უშუალოდ მასთან გასაუბრებას.

 

7.             ანგარიშის დახურვა

7.1.              თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დახუროთ ბიზნეს ანგარიში უნიფეის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ადმინისტრაციასთან დაკავშირების გზით.

7.2.              თუ ანგარიშის დახურვისას თქვენს ანაგრიშზე რიცხული იქნება რაიმე ნაშთი,ხელმისაწვდომი თანხა ავტომატურად გადაირიცხება თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, ანგარიშის დახურვიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღისა.

7.3.              თქვენი ანგარიშის დახურვა არ გააუქმებს ჩვენთან შენახულ თქვენს პირად მონაცემებს. ჩვენი მხრიდან მოხდება ამ მონაცემების, მათ შორის ტრანზაქციების ისტორიის შენახვა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7.4.               ბიზნეს ანგარიშის საბოლოოდ დახურვამდე, უნიფეი უფლებამოსილია თქვენგან მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

7.5.              ანგარიშის დახურვამდე განხორციელებული ტრანზაქციები და ტრანზაქციებზე გადახდილი საფასურები (მათ შორის ისეთი ტრანზაქციები, რომელიც არ ექვემდებარება გაუქმებას და დაწყებულია, მაგრამ არ არის დასრულებული ანგარიშის დახურვამდე), აღარ ანაზღაურდება.

 

8.             ანგარიშის ხელახლა გახსნა

სისტემის მომხმარებლის ბიზნეს ანაგარიშის დახურვის შემთხვევაში მისი ხელახალი გახსნახდება ყველა იმ პროცედურის გავლით რაც განხორციელდა ანგარიშის პირველად გახსნის შემთხვევაში.  უნიფეის ადმინისტრაციაყოველ კონკრეტულ შემთხვევაშიგანიხილავს განაცხადს და მიიღებს გადაწყვეტილებას ანაგარიშის გახსნის ან არ გახსნის შესახებ.

9.             საფულის ვერიფიკაცია და მისი სტატუსები

9.1.1.         უნიფეის სისტემაში ბიზნეს ელექტრონული საფულის სტატუსი განისაზღვრება როგორც:
დამოწმებული;
დაუმოწმებელი;

9.2.              ანგარიშის სტატუსი დამოწმებულია თუ გავლილი აქვს სისტემის მიერ მოთხოვნილი, ყველა საჭირო ვერიფიკაციის პროცესი.

9.3.              ვერიფიკაციის მოთხოვნების არ დაკმაყოფილების დროს სტატუსი დაუმოწმებელია.

9.4.              მიუხედავად სტატუსისა, მომხმარებელი ჩვეულებრივად ახორციელებს ელექტრონული საფულით სარგებლობას, გარდა იმ ფუნქციონალის რომელსაც სჭირდება დამოწმებული სტატუს.

9.5.              ვერიფიცირების დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად დაიბლოკება.

9.6.              თქვენ გაქვთ მხოლოდ 2 მცდელობა ანგარიშის წარმატებულად ვერიფიკაციისთვის. არასწორად ან არასრულად მოწოდებული ინფორმაციის შედეგად უნიფეი ავტომატურად შეწყვეტს სუბიექტთან კომუნიკაციას და ვერიფიკაციის პროცესის განხილვას.

9.7.              ანაგრიშის ვერიფიკაციის პროცესის დროს შესაძლებელია მოგთხოვოთ პროსეცების გავლა როგორც უნიფეის ოფისში ადგილზე მოსვლით, ასევე დისტანციურად.

10.  თანხების მიღება

10.1 თუ თქვენ თანხებს იღებთ თქვენს უნიფეის ანგარიშზე, აღნიშნული ტრანზაქციის შესახებ ჩვენ გიჩვენებთ თქვენი ტრანზაქციების ისტორიაში გადახდას, როგორც ფულის მიღების ტრანზაქციას.

10.2 თქვენ რეგულარულად უნდა შეადაროთ შემოსული გადახდები თქვენს საკუთარ ჩანაწერებთან.

10.3 თქვენს ანგარიშზე თანხის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ამ ტრანზაქციების ანულირება არ შეიძლება. უნიფეი უფლებას იტოვებს გააუქმოს ტრანზაქცია იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელმა, გადამხდელის ბანკმა ან გადახდის სერვისის მიმწოდებელმა მოახდინა ტრანზაქციის ან სხვა გადახდის უკუდარიცხვა ან სხვაგვარად ანულირება.

10.4 უნიფეი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ჩამოჭრას, შეაჩეროს ან დაბლოკოს ტრანაზქცია თანხის მიღების პროცესში, თუ თქვენს ბიზნეს სუბიექტზე ფიქსირდება, სისტემის მიმართ ფინანსური ვალდებულებები.

11.                აკრძალული ტრანზაქციები

 11.1. მკაცრად აკრძალულია შემდეგი პროდუქტების და სერვისების გაყიდვასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებული გადახდების მიღება ან გაგზავნა:

-              ნარკოტიკების და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ნივთიერებების  (მათ შორის რეკრეაციული ხასიათის ნარკოტიკული ნივთიერებების) წარმოება/ვაჭრობასთან;

-              ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება/ვაჭრობასთან;

-              სატელიტური და საკაბელო ტელევიზიის დეშიფრატორების წარმოება/ვაჭრობასთან;

-              პორნოგრაფიასთან (Red Light Business);

-              არალიცენზირებული ლატარიების ან აზარტული თამაშობების მოწყობასთან;

-              მრავალდონიანი მარკეტინგი, გაყიდვების პირამიდული სისტემა ან პონცის სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა ,,სწრაფად გამდიდრების” სქემები ან მაღალსარგებლიანი საინვესტიციო პროგრამები;

11.2. უნიფეი უფლებას იტოვებს, საკუთარი შეხედულებისამებრ, დაამატოს სხვა აკრძალული ტრანზაქციების კატეგორიები წინამდებარე გამოყენების წესებსა და პირობებს.

11.3. მკაცრად აკრძალულია ისეთი პირების ან ორგანიზაციების მიმართ გადახდების განხორციელება ან მათგან გადახდების მიღება, რომლებიც გთავაზობენ უკანონო აზარტული თამაშების სერვისებს, მათ შორის (და არა მხოლოდ) სპორტული ფსონების უკანონოდ დადებას, კაზინოს თამაშებს ან პოკერის თამაშებს.

11.4. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი უნიფეის ანგარიში ან უარი ვთქვათ ტრანზაქციის შესრულებაზე, თუ ჩვენი შეხედულებით თქვენ პირდაპირ ან არაპირდაპირ არღვევთ  მე- 10  მუხლში  განმარტებულ წესებს.

11.5. მკაცრად აკრძალულია თქვენი უნიფეის ანგარიშის გამოყენება ნებისმიერი უკანონო მიზნებისთვის, მათ შორის და არა მხოლოდ თაღლითური ქმედებების და ფულის გათეთრების მიზნით.

11.6. უნიფეი ნებისმიერ საეჭვო ქმედების შესახებ შეატყობინებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

11.7. თქვენ გეკრძალებათ უნიფეის ანგარიშის გამოყენება მოვაჭრის მიერ გასაწევ მომსახურებაზე დაწესებული შეზღუდვების ბოროტად გამოყენების, ექსპლუატირების ან მოტყუებით მოხმარების მიზნით.

11.8. თქვენ გეკრძალებათ უნიფეის სისტემაში ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული პრობლემის დროს არასანქცირებული თანხის გაჩენა, გადარიცხვა  ან/და მითვისება.

11.9. ამ მუხლში აკრძალული ქმედებების ჩადენის დროს კომპანია უნიფეი უფლებას იტოვებს ჩამოგაჭრათ  ან შეგიჩეროთ ანგარიშზე არსებული თანხა დაუყონებლივ.

12.                თანხების გატანა

12.1.            თქვენს ბიზნეს ანგარიშზე რიცხული თანხების გატანა შესაძლებელია ხელშეკრულებაში არსებული პირობების შესაბამისად.  

12.2.           თანხის გატანის მეთოდები წარმოადგენს, ნაწილობრივ მაინც, მესამე პირი ფინანსური ინსტიტუტების (მაგალითად, ბანკი, სადაც ანგარიში გაქვთ გახსნილი) მიერ გაწეულ გადახდის სერვისებს.

12.3.           უნიფეი არ გარანტირებს თანხების გატანის რაიმე კონკრეტული მეთოდის ხელმისაწვდომობას და შესაძლოა ნებისმიერ დროს, სპეციალურად განსაზღვრული პროცედურის გავლის გარეშე, ხელმისაწვდომი გახადოს, შეცვალოს ან შეწყვიტოს თანხების გატანის კონკრეტული მეთოდი.

12.4.           სისტემაში ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება თანხების გატანის სულ მცირე ერთი მეთოდი მაინც.

12.5.           როდესაც გატანილი თანხების გადახდას მიიღებთ გადახდის სერვისის მიმწოდებლის საშუალებით (როგორიცაა ბანკი, სადაც ანგარიში გაქვთ გახსნილი), უნიფეი პასუხს აღარ აგებს განხორციელებულ ტრანზაქციაზე, როგორც კი გატანილი თანხა აისახება გადახდის სერვისის მიმწოდებელის სისტემაში.

12.6.           იმ შემთხვევაში თუ თანხების გატანა ექვემდებარება გატანის მოსაკრებლების გადახდას,სისტემიდან თანხის გატანის მოსაკრებელის ოდენობა დაფიქსირებული იქნება თანხის გატანის მოთხოვნის დროს.

12.7.           თქვენ თანხების გატანა არ უნდა განახორციელოთ საბანკო ანგარიშზე ან გადახდის სხვა ინსტრუმენტზე იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ხართ ანგარიშის დასახელებული მფლობელი.

12.8.           ნებისმიერ ანგარიშზე თანხის გატანის მცდელობა, რომლის მფლობელადაც თქვენ არ ხართ რეგისტრირებული, ჩაითვლება თაღლითურ ქმედებად.

12.9.           თანხის გატანის დროს, თქვენს მიერ მითითებული დეტალები უნდა იყოს ზუსტი და სრულყოფილი.

12.10.        უნიფეი პასუხს არ აგებს, მცდარი დეტალების მითითების შედეგად განხორციელებულ ტრანზაქციაზე.

 

13.                სისტემის საკომისიო

13.1.           სისტემის საკომისიო დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის ანგარიშს ფლობთ უნიფეის სისტემაში.

13.2.           ტრანზაქციასთან დაკავშირებული მოსაკრებლების ნახვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჩვენს ვებ გვერდზე განყოფილებაში - საკომისიო.

13.3.           მოსაკრებლები შეიძლება შეიცვლაოს ნებისმიერ დროს. განახლებული ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება ვებ გევრდზე.

13.4.           გარკვეულ გარემოებებში ჩვენ შესაძლოა დავაწესოთ დამატებითი მოსაკრებლები.

13.5.           თქვენი ტრანზაქციები შესაძლოა დაექვემდებაროს ვალუტის კონვერტაციას. ვალუტის თითოეული კონვერტაციისთვის უნიფეი გამოიყენებს კონვერტაციის იმ ტარიფს, რომელიც იმ მომენტში დადგენილი იქნება უნიფეის სისტემაში.  ჩვენ უფლება გვაქვს დამატებით გამოვიყენოთ უცხოური ვალუტის გაცვლის საკომისიო პროცენტის სახით, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოსგან დამატებით.

13.6.           თქვენს მიერ გადასახდელი მოსაკრებლები დაიქვითება თქვენი ბიზნესანგარიშის ნაშთიდან. ტრანზაქციას მოსაკრებლები დაერიცხება მაშინ, როდესაც ტრანზაქცია შესრულდება. თუ თქვენი ანგარიშის ნაშთი არ არის საკმარისი მოსაკრებლების დასაფარად, ჩვენ უარს ვამბობთ ტრანზაქციის შესრულებაზე.

 

14.                პასუხისმგებლობა

14.1             თქვენ გევალებათ რეგულარულად და ხშირად შეამოწმოთ ტრანზაქციების ისტორია თქვენს ანგარიშზე და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ უნიფეის ადმინისტრაციას რაიმე შეკითხვების ან პრობლემების არსებობის შემთხვევაში.

14.2             ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნიფეი არ არის პასუხისმგებელი საკუთარ სერვისთან დაკავშირებულ რაიმე ხარვეზზეან გაუმართაობაზე, ან ისეთ საშუამავლო მომსახურებებთან დაკავშირებულ რაიმე დარღვევაზე ან გაუმართაობაზე, რომელსაც უნიფეი ეყრდნობა საკუთარი ვალდებულებების შესრულების დროს, იმ პირობით, თუ ამგვარი დარღვევა ან გაუმართაობა გამოწვეულია გაუთვალისწინებელი გარემოებებით, რაც აღემატება უნიფეის კეთილგონივრულ კონტროლს.

14.3             უნიფეის წინამდებარე გამოყენების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება შემოიფარგლება თქვენთვის ელექტრონული ფულის ანგარიშის და მასთან დაკავშირებული გადახდის სერვისების უზრუნველყოფით, და არ ნიშნავს უნიფეის კლიენტის მიერ მიწოდებული და გაწეული ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ხარისხის, უსაფრთხოების დადასტურებას.

14.4             უნიფეი პასუხს არ აგებს ნებისმიერი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახადების განსაზღვრაზე ან გადახდაზე, რაც წარმოიქმნება თქვენსა და უნიფეის სხვა კლიენტთან ძირითადი კომერციული გარიგების საფუძველზე.

15.                შეწყვეტა და შეჩერება

15.1             თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ თქვენი ანგარიში ნებისმიერ დროს უნიფეის ადმინისტრაციასთან დაკავშირების გზით, რომლის მეშვეობითაც გაცნობებთ ყველა იმ დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ, რაც შემდგომში უზრუნველყოფს თქვენი უნიფეის ანგარიშის შეწყვეტას.

ჩვენ გვაქვს უფლება ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შევწყვიტოთ თქვენთვის მომსახურების გაწევა.

 

16.    წინამდებარე წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანა

16.1.           წინამდებარე წესები და პირობები, ასევე დამატებითი სერვისების მარეგულირებელი ნებისმიერი წესები და პირობები და დებულებები ექვემდებარება ცვლილებებს.

16.2.           ნებისმიერი ცვლილება წესებსა და პირობებში ძალაში შედის დაუყონებლივ, გამოქვეყნებისთანავე.

 

17.           კომუნიკაცია

17.1.           თქვენთან ძირითად საკონტაქტო ფორმას ჩვენთვის წარმოადგენს ბიზნეს ანგარიში და თქვენს მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტა

17.2.           თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებს და შეკითხვების შემთხვევაში დუაკავშირდეთ უნიფეის ადმინისტრაციას.

17.3.           ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები შესაძლოა შეიცავდეს დამატებით კომუნიკაციაზე ბმულებს ჩვენს ვებ გვერდზე.

17.4.           თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მოქმედი გამოყენების პირობებისდოკუმენტის ასლი უნიფეის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით.

17.5.           ჩვენ თქვენთან ურთიერთობას წარვმართვათ ქართულ ენაზე და ჩვენთვის გამოგზავნილ კომუნიკაციას მიიღებთ ყოველთვის ქართულად.

17.6.           არასტანდარტული კომუნიკაციის შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ ურთიერთობა ვაწარმოოთ ინგლისურ ენაზე. ნებისმიერ სხვა ენაზე შესრულებული დოკუმენტები და კომუნიკაცია მხოლოდ მოხერხებულობის მიზანს ემსახურება და არ წარმოადგენს აღნიშნულ ენაზე ნებისმიერი დამატებითი კომუნიკაციის განხორციელების ჩვენს ვალდებულებას.

17.7.           ჩვენ, ასევეშესაძლოა დაგიკავშირდეთ წერილის ან ტელეფონის მეშვეობით. თუ თქვენ გამოიყენებთ მობილური ტელეფონით მომსახურეობებს, ჩვენ შესაძლოა დაგიკავშირდეთ მოკლე ტქსტური შეტყობინების საშუალებით.

17.8.           უნიფეის ადმინისტრაციასთან დაკავშირება შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტით ან ვებ გევრდზე მოცემული საკონტაქტო ფორმის საშუალებთ, ასევე ტელეფონის მეშვეობით, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი წარმოდგენილია უნიფეის ვებ გევრდზე, განყოფილებაში - კონტაქტი.

 

18.           სხვადასხვა

18.1.           თქვენი უნიფეის ანგარიში რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

18.2.           გამოყენების პირობებთან დაკავშირებით წარმოქმნილი ან უნიფეის ანგარიშთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დავა გადაეცემა მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს განსახილველად. თუ წინამდებარე გამოყენების პირობების ნებისმიერ ნაწილს კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლო მიიჩნევს ქმედუუნაროდ, არაკანონიერად ან ძალადაკარგულად, მაშინ ამგვარი ნაწილი გამოიყოფა გამოყენების პირობების დარჩენილი დებულებებიდან, რომელთა ქმედითობა და კანონიერება ჩვეულებრივ ძალაში რჩება კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.